Saturday, December 21, 2013

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს იყო ინტელის ტრეინინგის ბოლო,შემაჯამებელი დღე.
თითოეულმა ჩვენთგანმა გავაკეთეთ ჩვენი ნამუშევრების,სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია.ყველას ნამუშევარი ძალიან მომეწონა,თითქმის ყველა საგნის პედაგოგს შერჩეული ჰქონდა აქტუალური თემები,რაც პრეზენტაციის მოსმენას საინტერესოს ხდიდა.იყო შენიშვნები,რჩევები როგორც ერთმანეთის ასევე ტრენერის მხრიდანაც,რასაც ყველანი გავითვალისწინებთ მომავალი პროექტების დაგეგმვისას

დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს შორენა ბადურაშვილს:)


Friday, December 20, 2013

მერვე დღის რეფლექსია

დღს ვიმუშავეთ ფასილიტაციაზე.დავასრულეთ მასწავლებლის პორტფოლიოს პრეზენატაცია.ასევე ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტების დამატება.

Wednesday, December 18, 2013

მეშვიდე დღის რეფლექსია

 მეექვსე მოდულიდან განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდები.
აგრეთვე კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას.

Sunday, December 15, 2013

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ მე-4 და მე-5 მოდული და დავამუშავეთ მოსწავლეთა ნამუშევრის შეფასების რუბრიკა.

Saturday, December 7, 2013

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე.
განვაახლეთ მუშაობა პროექტის გეგმის შაბლონში და  პორტფოილიოს პრეზენტაციას  დავამატეთ ახალი სლაიდები

Wednesday, December 4, 2013

მესამე დღის რეფლექსია

დღეს გავამზადეთ ბუკლეტი.ასევე დავალებად გვქონდა მიმართულების მიმცემი კითხვების მომზადება...ჩემი კითხვებია:

1.ზოგადი კითხვა:რატომ სწავლობს ხალხი მეორე ენას?
2.თემატური კითხვა:რატომ მიიჩნევა თანამედროვე მსოფლიოში ინგლისური ენა გლობალურ,საერთაშორისო ენად?
3.შინაარსობრივი კითხვა:რა ვიცით ინგლისური ენის წარმომავლობასა და განვითარებაზე?

ვიმუშვეთ შეფასების დროის ჩარჩოზე.

მეორე დღის რეფლექსია

დღეს არ გვქონდა წვდომა ინტერენეტ რესურსებთან მაგრამ გავეცანით თეორიულ მასალას,ვიმუშავეთ მეორე მოდულზე,რასაც შემდგომი ტრეინინგისთვის დავამუშავებთ.
შევარჩიეთ თემა,რომელსაც დავაკავშირებთ ჩვენს შესაბამის სტანდარტებთან და დავსახავთ მიზნებს